ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ხსენების დღე  

23 მარტი 2018, 00:00 1214 ნახვა

23 მარტი ბათუმისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის დღეა. 97 წლის წინ დაღუპულებს პატივი მიაგე ცოტა ხნის წინ. საზოგადოების წევრებმა ქართველ მებრძოლთა სკვერში აღმართული ჯვარი ყვავილებით შეამკეს.  

1921 წლის 18-21 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის უცხოეთში ემიგრაციის შემდეგ დემობილიზებული ქართული არმიის ნაწილებმა, ბათუმსა და მის შემოგარენში მცხოვრებ მოხალისეებთან ერთად, გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით უცხოელი ინტერვენტები დაამარცხეს. ამ გამარჯვების წყალობით სადავო ტერიტორიული საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა.

ამავე კატეგორიაში