ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი

22 მარტი 2018, 00:00 2077 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი და ოფიციალური განცხადებები – პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს „საქართველო - ბელარუსის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას.“  

განიხილეს ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და განათლების მიმართულებით. სულ 11 დოკუმენტი გაფორმდა, მათ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ბელარუსს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება. აღსანიშნავია, რომ ბელარუსი რუსეთის პარტნიორ ქვეყნად ითვლება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი