შუახევში დაკარგულ 14 წლის ბიჭს მესამე დღეა ეძებენ 

22 მარტი 2018, 00:00 4389 ნახვა

შუახევში დაკარგული 14 წლის ბიჭი, ამ დრომდე ვერ იპოვეს. მესამე დღეა მოზარდს მაშველები, ადგილობრივებთან ერთად ეძებენ.

ბათუმის, ქედის, ხულოს, ხელვაჩაურისა და შუახევის ბრიგადებს დღეს თბილისის ჯგუფებიც შეუერთდნენ. სამძებრო სამუშაოებში დედაქალაქიდან ჩამოსული მყვინთავებიც ჩაერთვნენ.

70-მდე მაშველი, დაკარგულ ბიჭს სხვადასხვა ლოკაციაზე ეძებს. მათ შორის, ჩირუხისწყლისა და აჭარისწყლის მონაკვეთებზე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად ჩავიდა. მათი ვარაუდით, მოზარდს ფერდობზე ფეხი დაუსრიალდა, თუმცა ამ ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს. 

სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდი, 20 მარტს, 18 საათიდან გაუჩინარდა.

 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში