შუახევში დაკარგული 14 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოები გრძელდება. დღეიდან სამუშაოებში 11 ბრიგადა და 60 მეხანძრე მაშველი ჩაერთო, მათ შორის ბათუმიდან, ქედიდან და ხულოდან. სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.
სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან, 14 წლის მოზარდი, გუშინ საღამოს 18 საათიდან გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად სავარაუდოდ წყალში შევიდა. თუმცა ამ ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.