‘’მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც უნებურად შეილახა’’ - ნიკა გვარამია

19 მარტი 2018, 00:00 4409 ნახვა

‘’რუსთავი 2’’-ის გენერალური დირექტორი, არხის სახელით, ყველა იმ მორწმუნეს, ვისი გრძნობებიც ჟურნალისტის განცხადებებით უნებურად შეილახა ბოდიშს უხდის.  ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ტელეკომპანიის ეთიკის საბჭომ გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადა.

„ამ მორწმუნეებში არ ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც დღეს აქ იყვნენ. ეს ადამიანები ჩვენს მიერ ქრისტიანებად არ განიხილებიან. არც ერთი მოძალადე არ განიხილება ჩვენს მიერ ქრისტეს მიმდევრად. შესაბამისად, თავისთავად ცხადია ამ ადამიანებს არ ვგულისხმობ’’ - განაცხადა გვარამიამ.

არხის გენერალური დირექტორის განმარტებით, გიორგი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვა არღვევდა, ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს. ‘’იმ გარემოებაში, როდესაც ამის ლეგიტიმური და კრიტიკული ინტერესი არ არსებობს, აღნიშნული ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს’’ - აღნიშნა ბრიფინგზე გვარამიამ.

''ქართული მარშის''  წევრებმა დღეს ტელეკომპანია ''რუსთავი 2'' შესასვლელი დაბლოკეს. გიორგი გაბუნიას ავტომობილს კი საშუალება არ მისცეს ეზოში შესულიყო. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც

აქციის მონაწილეები გადაცემის წამყვანს ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი