ოპოზიცია ხულოში საგამოცდო ცენტრის აღდგენას ითხოვს

19 მარტი 2018, 00:00 2437 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხულოში საგამოცდო ცენტრის გაუქმების საკითხის  გადახედვის მოთხოვნით,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს  მიმართავს.   ასმათ დიასამიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება ბათუმში მოუწევთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

პარტიაში  მოლოდინი აქვს, რომ საგამოცდო ცენტრი მაღალმთიან აჭარაში საერთოდ გაუქმდება. ცენტრში აცხადებენ, რომ ხულოს საგამოცდო ცენტრის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და გამოცდები სხვა შენობაში ვერ ჩატარდება. ცენტრის დირექტორის მოადგილის  თქმით, ამ ეტაპზე საკითხის გადახედვა არ იგეგმება. იფუნქციონირებს თუ არა საგამოცდო ცენტრი მომავალში მაღალმთიან აჭარაში, ცენტრში ვერ პასუხობენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი