რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ელექტორატის 76.65 პროცენტიანი მხარდაჭერით ლიდერობს. ფედერაციის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 99 პროცენტი დათვალა. მეორე და მესამე ადგილები კომუნისტური და ლეიბორისტული პარტიების კანდიდატებმა გაინაწილეს.
შედეგების გამოცხადების შემდეგ მოქმედმა პრეზიდენტმა მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კითხვაზე, აპირებს თუ არა 2030 წლის არჩევნებში კიდევ ერთხელ მონაწილეობას, აღნიშნა, რომ მსგავსი წინადადება უბრალოდ სასაცილოა.