ტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის პროექტს საგარეო კომიტეტში განიხილავენ

18 მარტი 2018, 00:00 1987 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს  განიხილავენ ხვალ პარლამენტში. უმრავლესობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტის გადამუშავებული ვარიანტში, ასახულია უმცირესობის ინიციატივა “ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიის“ შექმნისა და აღნიშნულ სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

რეზოლუციის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარადგენს.  22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე კატეგორიაში