„ქალთა მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ კანდიდატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. მოძრაობა მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს დევდარიანის კანდიდატურას. მოძრაობა ასევე მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს, გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა.
მოძრაობაში ამბობენ, რომ ქალები დევდარიანის მხრიდან სექსუალურ შევიწროვებაზე მას შედეგ ალაპარაკდნენ, რაც ის ომბუდსმენმა ბორდის წევრობის კანდიდატად დაასახელა. სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ზვიად დევდარიანის კანდიდატურა გუშინ წარადგინა. ზვიად დევდარიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ამ დრომდე არ გაკეთებულა კომენტარი სახალხო დამცველის აპარატში. აქვე შეგახსენებთ, რომ “ქალთა მოძრაობა” სახალხო დამცველს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად, ვიდრე ზვიად დევდარიანს წარადგენდა, ბაია პატარაიას კანდიდატურას სთავაზობდა