პარკირების ახალი სისტემა “თბილისის” მოედანზე

17 მარტი 2018, 00:00 3604 ნახვა

“ერთი საათი ერთი ლარი,  დამატებით კიდევ ერთი ლარი ყოველი მომდევნო საათისთვის “ - ამ თანხის  გადახდა მოუწევთ მძღოლებს ბათუმში,  თბილისის მოედანზე  პარკირების სანაცვლოდ.  გადასახადი იმ ავტომანქანებზეც გავრცელდება, რომლის მძღოლებსაც პარკირების 6 თვიანი ან წლიური საფასური უკვე გადახდილი აქვთ. 

თბილისის მოედნის პარკირების ახალი სისტემა ქალაქში დაგეგმილი ცვლილებების შემადგენელი ნაწილია. ტერიტორიაზე  40  ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის იქნება ადგილი გამოყოფილი.  მოეწყობა ავტობუსების  4 გაჩერება. სარფისა და თამარის დასახლების მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ეს ტერიტორია მოძრაობის საწყისი წერტილი გახდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი