გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთი შვედეთის, რუსეთის 6 და უკრაინის 4 მოქალაქეა. დაშავებულთაგან 7 თბილისში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში, საბაგიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტები. ბოლო შემოწმება გუდაურში საბაგირო გზას დეკემბერში ჩაუტარდა.
დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც გუდაურში მომხდარში დამნაშავედ გამოვლინდება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე 275-ე მუხლით აღძრა. დღეს გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.