საპატიო წოდებების მინიჭებაზე საკონსულტაციო საბჭო იმსჯელებს

16 მარტი 2018, 00:00 2029 ნახვა

‘’საპატიო წოდების და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს. საკითხზე ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.

„საპატიო ბათუმელის“, „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ და „დამსახურებული მოღვაწის“ წოდებების მინიჭების წესი განისაზღვრა.

საპატიო ბათუმელის წოდების მინიჭების დროს, ქალაქის მერი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს წევრები აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებენ. მათგან რამდენიმე საკრებულოს დეპუტატი იქნება. ასევე პროცესებში ჩაერთვებიან, სამინისტროების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც.

საკრებულოს წევრები ითხოვდნენ, დებულებაში კონკრეტულად გაწერილიყო, თუ რამდენ დეპუტატს შეეძლებოდა ჯგუფში ჩართვა და მუშაობა. განისაზღვრა, რომ საკონსულტაციო საბჭოში საკრებულოს არანაკლებ სამი წევრი იქნება.

ცვლილებების შემდეგ „საპატიო ბათუმელის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 10 წელი მაინც ცხოვრობდა ბათუმში.  

ხოლო „ბათუმის საპატიო მოქალაქის“ წოდება შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ბათუმში, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი