Check-in Georgia 2018 - პროექტის პრეზენტაცია

15 მარტი 2018, 00:00 2430 ნახვა

Check-in Georgia 2018-ის” ბიუჯეტი 20 მილიონი ლარი იქნება. პროექტის პრეზენტაციაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ წელს პროექტი პრაქტიკულად, მთელ საქართველოს მოიცავს. ღონისძიებები აპრილში დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.

წლევანდელი ჩექინ ჯორჯიას ქოლგის ქვეშ გაერთიანდა თითქმის ყველა მასშტაბური ფესტივალი, მათ შორის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური და ფოტო ფესტივალები, რეგიონალური თეატრების ფესტივალი, საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი.

ასევე საქართველოს რამდენიმე რეგიონში კონცერტებს გამართავენ ანსამბლები: „სუხიშვილები“, „ერისიონი“ და „რუსთავი“, თბილისის კამერული ორკესტრი.

ამავე კატეგორიაში