პრეზიდენტი - “დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის”

14 მარტი 2018, 00:00 2195 ნახვა

როცა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა ხედავს საქართველოსთვის ევროპული სიკეთეების ხელმისაწვდომობას, დრო ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ევროპული ტიპის პატარა ქვეყანა უწოდა, რომელსაც ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ამბიცია აქვს და ამისათვის ცდილობს განავითაროს დემოკრატია და ეკონომიკა პარტნიორი ქვეყნების დახმარებით. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, თუმცა საქართველო თავისი გზის გაძლიერებას ცდილობს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპაცია 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი