როინ აბუსელიძის  შემოქმედებითი  საღამო 

14 მარტი 2018, 00:00 1884 ნახვა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში წინანდლის პრემიის ლაურეატის, პოეტ როინ აბუსელიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

პოეტმა ბოლო პერიოდში დაწერილი, მათ შორის ის ლექსები წაიკითხა, რისთვისაც 2017 წლის დეკემბერში, წინანდლის პრემია მიენიჭა.

როინ აბუსელიძე ზურაბ გორგილაძის, ფრიდონ ხალვაშისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პრემიების ლაურეატი, ასევე, ლექსების გამოფენის გამარჯვებულია. პოეტის პირველი კრებული 2010 წელს დაიბეჭდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში