არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები ამ დრომდე ელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს 18 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გადასცემენ.
20 დღეზე მეტი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.