მშენებლობიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია

10 მარტი 2018, 00:00 19001 ნახვა

ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან,  დაუსრულებელი კორპუსიდან 13 წლის მოზარდი გადმოვარდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით , მოზარდი მშენებლობის მაღალი სართულიდან გადმოვარდა.  13 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ექიმების განცხადებით იგი ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. 

13 წლის ბიჭი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა, მას ძირითადად თავის ტრავმები აღენიშნება.

 სამედიცინო ცენტრის ექიმის, ნაირა ფარტენაძის ინფორმაციით ბავშვი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მიმდინარეობს მეთვალყურეობა, მონიტორინგი და შესაბამისი მკურნალობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს

 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი