ხანძარი ლერმონტოვის ქუჩაზე

10 მარტი 2018, 00:00 5706 ნახვა

ლერმონტოვის ქუჩის 107 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მომხდარის დროს საცხოვრებელში ბინის მეპატრონე არ იმყოფებოდა, მათ არც ხანძრის გამომწვევი მიზეზები იციან. 

უსაფრთხოების მიზნით კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი 13 კვადრატს გაუჩნდა, ადგილზე 40 მეხანძრე - მაშველი მუშაობდა. ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში