ოთხი ხელოვანის ასოციაცია, შთაბეჭდილება, მოგონება და შეგრძნება ზღვის თემატიკაზე - ექსპერიმენტული გამოფენა ბათუმში

08 მარტი 2018, 00:00 2309 ნახვა

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, 10 მარტს, ოთხი ხელოვანი საინტერესო ნამუშევრებს წარმოადგენს.  ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არტისტისტების ხედვა ზღვასა და მასთან ასოცირებულ თემებზე, რომელიც სპეციალურად გამოფენისთვის შექმნეს. 

“დინების მიმართულებით” - ასე ​ქვია პროექტს, რომელის კურატორობი  მარიამ ლორია და მარიამ წიქარიძე არიან. 

"პროექტის განმავლობაში ხელოვანებს საშუალება მიეცათ სხვადასხვა მიმართულებით ეფიქრათ, განსხვავებულ მასალაში ემუშავათ. ზღვისპირეთის კონტექსტში შეიქმნა ნამუშევრები, რომლებსაც პირდაპირი კავშირები ზღვასთან შეიძლება არც აქვს. ასოციაციები, შთაბეჭდილებები, მოგონებები, შეგრძნებები, რომლებიც ამ გარემოს უკავშირდება ოთხი ხელოვანის სამუშაო თემაა. თითოეული მისი მხატვრული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით ექსპერიმენტირებს" - წერია ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის მოსაწვევზე. 

 ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ნატო ბაგრატიონის, სოფო კობიძის, სანდრო სულაბერიძისა და ნინუცა შატბერაშვილის ნამუშევრები.

გამოფენა, 10 მარტს,  5 საათზე გაიხსნება. 

 

 

ამავე კატეგორიაში