აგვისტოს ომის ვეტერანი ბაღის პედაგოგის წინააღმდეგ

07 მარტი 2018, 00:00 2438 ნახვა

აგვისტოს ომის ვეტერანის ოჯახი ბათუმის ბაღების გაერთიანებას შვილის მე-20-დან სხვა ბაღში გადაყვანას სთხოვს. ბავშვის მშობლები ამბობენ, რომ შვილი ორი თვის განმავლობაში ბაღში პედაგოგების მიმართ უნდობლობის გამო არ დაჰყავდათ, რის გამოც  მოზარდი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან ამორიცხეს. აღნიშნულ სააღმზრდელო დაწესებულებაში დროებითი კონტრაქტით დასაქმებული იყო ბავშვის დედაც, რომელიც ამბობს რომ მას კონტრაქტი ბაღის გამგესთან უთანხმოების გამო აღარ გაუგრძელეს.

მისივე მტკიცებით, პედაგოგები ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ჰყავდა შემჩნეული და ამის დამადასტურებელი აუდიო მასალაც აქვს. ბრალდებებს უარყოფენ  მე-20 საბავშვო ბაღში. გამგე აცხადებს, რომ პედაგოგი, რომლის მიმართაც შაქარიშვილები პრეტენზიას გამოთქვამენ პროფესიონალია და ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საქმეს დისციპლინური კომისია იკვლევს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი