“რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისთვის” – ამ სახელწოდების ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ზუსტად ერთ თვეში კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქში ახალგაზრდა ქართველ არტისტებს ელოდებიან – ღონისძიება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფონდის მხარდაჭერით იმართება. ინფორმაციაში, რომელიც პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის კულტურის მართვის ვებ - გვერდზეა გამოქვეყნებული, წერია, რომ ღონისძიების პარტნიორები არიან ბათუმის მერია და რუსთავის რუსული კულტურის საზოგადოება.
ორგანიზატორებმა “მთავართან” სატელეფონო საუბარში, გამოქვეყნებული ინფორმაცია სიტყვიერად დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ აპრილში ბათუმიდან 7 კაციან დელეგაციას უნდა უმასპინძლონ. მერია პარტნიორობას და ვიზიტს უარყოფს. სურვილს და მზაობას არ უარყოფენ რუსულ დიასპორაში. რას აცხადებენ ქალთა ვოკალურ ანსამბლში? სხვათაშორის მერიის ერთ-ერთი ანსამბლი რუსეთში გასტროლისთვის გასულ წელსაც ემზადებოდა. შეფასებები და პოზიციები .