“თანადაფინანსების გრანტების პროგრამა” – ინოვაციური პროექტების განხორციელების მსურველებს სახელმწიფო გრანტის მიღების საშუალება ეძლევათ.
პროექტის დეტალები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს.
სტარტაპების თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია, თითოეული პროექტის დაფინანსებისთვის მოთხოვნილი გრანტი ასი ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
“თანადაფინანსების გრანტების პროგრამა” ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.