ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ე.წ. ოცნების დასახლებაში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ. გია დიასამიძის ინფორმაციით, დასახლებაში წითელას ვირუსის ინფექცია ფიქსირდება.
ადგილობრივები მძიმე საცხოვრებელ პირობებს ადასტურებენ, თუმცა ინფექციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მისვლაც გააპროტესტეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ წითელას ინფექციის რაოდენობამ იკლო, ე.წ. ოცნების დასახლების მცხოვრებთა ნაწილი მაღალმთიან აჭარაში არის რეგისტრირებული, მუნიციპალიტეტების მიერ მოწოდებული აღრიცხვის მიხედვით კი მათ გეგმიური ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ.