პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ახალ ბულვარში ხიდის მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს. რაულ თავართქილაძე მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ის აჭარის მთავრობას და ქალაქის მერს ინფრასტრუქტურული პროექტისათვის თანხების გამოყოფას სთხოვს. ლაშა კომახიძის განცხადებით, საკითხს მერიაში მალე განიხილავენ. შეჩერებულ პროექტთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში კომენტარი არ გაკეთებულა.