''პარისენჟერმენი'' 1:2 მადრიდის ''რეალი''

07 მარტი 2018, 00:00 3077 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის 2 თამაში გაიმართა. 

პარიზელებმა საკუთარ მოედანზე მადრიდის ''რეალს'' უმასპინძლეს და ანგარიშით 1-2  დამარცხდნენ.
პირველი ტაიმი გუნდებმა ფრედ 0-0 დაასრულეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი 51-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. 

თამაშის 66-ე წუთზე მარკო ვერატიმ თამაშის წესის დარღვევისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გერმანელმა არბიტრმა იგი მოედნიდან გააძევა. 

71-ე წუთზე კი ათკაციანმა ''პარისენჟერმენმა'' ანგარიში გაათანაბრა, გოლი ურუგვაიელმა ფორვარდმა ედისონ კავანიმ გაიტანა.

80-ე წუთზე კაზემირომ სამეფო გუნდი დააწინიურა და თამაშიც ანგარიშით 1-2 დასრულდა.
ორი მატჩის ჯამში ''სამეფო გუნდმა''  ''პარიზელები'' 5-2 დაამარცხა.

მეორე თამაში კი ლივერპულსა და პორტუს შორის გაიმართა და მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში კი ლივერპულმა 5-0 დაამარცხა პორტუგალიური კლუბი.

ასევე, დღეს კიდევ ორი თამაში გაიმართება, მანჩესტერ სიტი ბაზელს, ხოლო ლონდონური ''ტოტენჰემ ჰოთსფური'' კი ტურინის ''იუვენტუსს'' უმასპინძლებს.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი