არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართვაც დასჯადი გახდება

06 მარტი 2018, 00:00 2030 ნახვა

არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში, თუნდაც ნებაყოფლობით და ძალდატანების გარეშე დღეიდან დასჯადი ხდება – ცვლილებათა პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. მისი თქმით, ეს ცვლილება ბავშვებს ამგვარ საქმიანობაში ჩაბმისგან დაიცავს. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი ხდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებით. დღეს მოქმედი რედაქციით თუ ჩაბმა არ ხდება ძალადობრივი მეთოდით, რის გამოც, მინისტრის თქმით პოლიციელს და პროკურატურას არ ჰქონდა შესაბამისი ბერკეტი.

წულუკიანი იმედოვნებს, რომ ცვლილება დაიცავს მოზარდებს. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია “იალქანის” მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ბათუმში 25 არასრულწლოვანია ჩაბმული პროსტიტუციაში. სტუდია REC-ის მიერ მომზადებული ფილმის საფუძველზე, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი