საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადების მიუხედავად ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი სამუშაოების ნელ ტემპს აპროტესტებს. ბონდო თედორაძის თქმით, გადათხრილი სანაპირო მოსახლეობას დააზარალებს. ქობულეთის მერი აცხადებს, რომ სამუშაოების ტემპით კმაყოფილი არ არის, თუმცა პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელთანაც მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა გამოიძებნოს გზები რომ ტურისტულ სეზონს პრობლემები არ შეექმნას.