ბრონქული ასთმის უფასო გამოკვლევები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში. ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე ალერგოლოგთან უფასო კონსულტაციები ექვსიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ.. პირველადი სკრინინგი დაახლოებით 600 მოზარდს ჩაუტარდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა ბათუმში მთელი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.