საია-მ ანა დოლიძის აცილების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ორგანიზაცია მოსამართლეთა უვადოდ განმწესებისას ანა დოლიძის აცილების უკანონოდ ცნობას მოითხოვს. საიას იურისტის განცხადებით, იუსტიციის საბჭოში მიდმინარე პროცესები კრიტიკული აზრის მიმართ სისტემის დამოკიდებულების მაჩვენებელია.