მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით საოჯახო - სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს 46 ათას 592 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 2016 წლის მონაცემებს 98%-ით აღემატება.
განსაკუთრებული პოპულარობით მაჭახელა, ასევე ქედისა და ხულოს ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაოებები გამოირჩეოდა. ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედაში არსებულ ღვინის მარნებს და ტურისტულ ადგილებს ეწვია.