რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს ნათია ზამბახიძე უხლემძღვანელებს

02 მარტი 2018, 00:00 2366 ნახვა

რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურს  ნათია ზამბახიძე უხლემძღვანელებს.  ზამბახიძე აშშ-ში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტია, მისი თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 

პრაღაში, ქართული ბიუროს სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე ვაკანსია,  თანამდებობიდან დავით კაკაბაძის გაათავისუფლების შემდეგ გამოცხადდა.  

 კაკაბაძის გათავისუფლების შემდეგ,  თანამდებობა რადიო “თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემაც დატოვა. 

 რადიო "თავისუფლების” მენეჯმენტსა და ქართულ სამსახურს შორის არსებული უთანხმოებაზე   ინფორმაცია თავდაპირველად BBGWatch -მა გაავრცელა, რომელიც იუწყებოდა, რომ რადიოს მენეჯმენტი ქართულ სამსახურს “რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებდა.

იგივე დაადასტურა დავით კაკაბაძემაც, მისი განცხადებით რადიოს ქართულმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ თანამშრომლობა ისეთ მედიასაშუალებასთან გაეგრძელებინა, რომელიც არ იქნებოდა პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებული.

''რადიო თავისუფლების'' ორი პროექტი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა და დაიხურა, აჭარის ტელევიზიის საეთერო ბადეში განთავსდა. თანამშრომლობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გოგი გვახარიას გადაცემა ''ანარეკლები'' არხზე ხუთი თვეა გადის. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი