„სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერებისას, ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდით და 19 ცალი ვაზნით აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.