რეგულაციები სავალუტო ჯიხურებისთვის

01 მარტი 2018, 00:00 1520 ნახვა

კიდევ ერთი სიახლე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების მუშაობას შეეხება. ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში, მომხმარებლის მოთხოვნით და ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ვალდებული გახდებიან გააუქმონ აღნიშნული ოპერაცია და დააბრუნონ გაცვლილი თანხა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირების სრულყოფისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით გატარდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი