როგორ ხედავს მესამე სექტორი “ოცნების ქალაქის” პრობლემის გადაჭრის გზებს - არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოისმინა. შეხვედრა, რომელიც დახურული იყო, სამინისტროს ინიციატივით შედგა.
მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ მთავრობის წევრებთან სხვადასხვა დროს სასაუბროდ არაერთხელ შეიკრიბნენ, თუმცა პრობლემა 6 წელია ვერ მოგვარდა. ისინი მთავრობისგან ეფექტურ ქმედებებს ელოდებიან. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმა, თუმცა დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.