სამეზობლო დავა ხელვაჩაურში სერგი მესხის ქუჩაზე

27 თებერვალი 2018, 00:00 1537 ნახვა

სამეზობლო დავა ხელვაჩაურში სერგი მესხის ქუჩაზე. მერი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ სახლის მომიჯნავედ აშენებული ობიექტი უკანონოა, მიშენებული კონსტრუქციის სახურავიდან კი მის საცხოვრებელში წყალი ჩადის. ფუტკარაძე ზედამხედველობის სამსახურის მიერ გატარებულ სანქციებს  იხსენებს და ამბობს, რომ 2013 წელს თვითმმართველობამ ლევან შაინიძეს უკანონოდ მიშენებული ფართის დემონტაჟი განეხორციელებინა, თუმცა ამის მიუხედავად მეზობელმა დამატებითი კონსტრუქცია მაინც ააშენა.

ხელვაჩაურის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ლევან შაინიძეს გაფრთხილების აქტი თუნუქის ფურცლის არასწორად აკვრის გამო დაეწერა. ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა  ლევან შაინიძეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად 10 დღიანი ვადა მისცა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი