სავაჭრო ცენტრში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

27 თებერვალი 2018, 00:00 2017 ნახვა

თბილისში ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“  მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე,  სახანძრო სამსახურის 35 მანქანა რჩება. ბაზრობასთან იმყოფებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც ბაზრობის ტერიტორიაზე მაღაზიები აქვთ. მათი თქმით,  საკუთარ ობიექტებზე შესვლის და ტერიტორიის დათვალიერების საშუალება, ამ დრომდე არ ეძლევათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 3000 კვ.მ. ფართობი. მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად შენობის მესამე და  მეორე სართულები, ასევე ავტოფარეხის ნაწილი დაიწვა.

ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი