საქველმოქმედო კონცერტი

03 ივლისი 2016, 00:00 3682 ნახვა

ქობულეთის კულტურის სახლში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. დები ჭოხონელიძეები ქობულეთელი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მშენებლობას. საქველმოქმედო საღამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. კიდევ ორი საქველმოქმედო საღამო ჭოხონელიძეების ორგანიზებით კულტურის სახლში 6 და 7 ივლისს გაიმართება, რომელშიც "დები ჭოხონელიძეების საბავშვო სტუდიის" ქობულეთის ფილიალის აღსაზრდელები მიიღებენ მონაწილეობას. დასწრება თავისუფალი იქნება.

ამავე კატეგორიაში