ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები სპეციალური ფასდაკლებით კვლავ ისარგებლებენ

26 თებერვალი 2018, 00:00 1843 ნახვა

ბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები სპეციალური ფასდაკლებით კვლავ ისარგებლებენ. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ შეფერხხება აღმოფხვრილია და სტუდენტები სამგზავრო ბილეთებს კვლავ ნახევარ ფასად მიიღებენ.  სტუდენტური ფასდაკლების პროგრამა 19 თებერვალს შეწყდა და რკინიგზა შეფერხების მიზეზად პროგრამულ შეფერხებას ასახელებდა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მათ ვინც შეფერხების განმავლობაში შეიძინეს ბილეთები შეუძლიათ განცხადებით მიმართონ და გადახდილი ფასის ნახევარი დაიბრუნონ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი