პრეზიდენტი - ''ერთიანობას დაარტყეს, როცა თანამებრძოლი მოგვიკლეს''

25 თებერვალი 2018, 00:00 2151 ნახვა

ვიდრე "გირგვლიანის შესწორებები“ კანონად არ იქცევა, პრეზიდენტი პარლამენტს და იუსტიციის საბჭოს მიმართავს, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა მანამ შეაჩეროს.

პრეზიდენტმა ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ დღეს სრულიად გაუგებარია, როგორ არის ქვეყანაში 200-მდე ლეგალურად, კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე. მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს, რომ თან გყავდეს მსხვერპლი და არ გყავდეს ჯალათი.

პრეზიდენტის თქმით, მოსამართლე მიბმული არაპოლიტიკურ პროცესზე, არამედ სამართალზე უნდა იყოს.

ამავე კატეგორიაში