ლადო მგალობლიშვილი: "ირაკლი შავაძის არდანიშვნას დასაბუთებული გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც ჯერ ვერ ვნახეთ"

24 თებერვალი 2018, 00:00 2516 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ლადო მგალობლიშვილი ფბ გვერდზე მოსამართლე ირაკლი შავაძის შესახებ მოსაზრებას აქვეყნებს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ ირაკლი შავაძის არგანწესებას უვადო მოსამართლედ იუსტიციის საბჭოს მხრიდან ძალიან სერიოზული დასაბუთება სჭირდებოდა. 
    "მოსამართლე ირაკლი შავაძეს ვიცნობ დიდი ხანია, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ის არის ერთ-ერთი პატიოსანი და მაღალი კვალიფიკაციის იურისტი. მახსოვს, როდესაც საშიში დრო იყო, 2012 წლამდე იგი როგორც ადვოკატი, ყოველგვარი შიშის გარეშე სამართლებრივ მომსახურებას უწევდა ჩვენს პარტია - „ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს“, მახსოვს ის იყო აქტიური მოქალაქე, რომელიც ჩართული იყო ბულვარში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ სამოქალაქო კამპანიაში (ამ პროექტის ავტორი იყო სააკაშვილი). ირაკლისნაირი ადამიანის არდანიშვნას ძალიან დასაბუთებული გადაწყვეტილება სჭირდება, რომელიც ჯერ ვერ ვნახეთ. სრულად ვიზიარებ პრემიერ მინისტრის განცხადების პათოსს და მიმაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც კითხვებს წარმოშობს" - წერს ლადო მგალობლიშვილი. 
   მოსამართლე ირაკლი შავაძეს უვადო მოსამართლედ განწესებაზე იუსტიციის საბჭომ უარი უთხრა. მოსამართლემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ ემორჩილებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, დავით მამისეიშვილის მოთხოვნას ჩარეულიყო მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში. მისივე განცხადებით, იუსტიციის საბჭომ მას უარი იმიტომ უთხრა, რომ იგი არ გახდა ''კოლექტიური მურუსიძე".

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი