ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ახალ თანამდებობებზე

23 თებერვალი 2018, 00:00 4634 ნახვა

ყოფილი გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ახალ თანამდებობებზე. დღეს გახდა ცნობილი რომ ხულოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დაინიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. მანამდე კი ხულოს ყოფილმა გადაინაცვლა აჭარის საარქივო სამმართველოში.

ახლახანს დაინიშნა განათლების ფონდის ხელმძღვანელად შუახევის ყოფილი გამგებელი. ისინი ხალხმა 4 წლის წინ გამგებლებად არჩილ ხაბაძის თავმჯდომარეობის დროს აირჩია. ხაბაძის გუნდის წევრები იყვნენ, თუმცა თანამდებობების გარეშე რჩებიან ქობულეთის ყოფილი ხელმძღვანელი პირები და ქედის ყოფილი გამგებელი.

ასევე ჯერ-ჯერობით არსად წარუდგენიათ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, მისი მოადგილისგან განსხვავებით. ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში