''ბათუმის სახელმწიფო საზღავო აკადემიის'' ორგანიზებით ''დამსაქმებელთა და პარტნიორთა ფორუმი 2018'' გაიხსნა. მისი მიზანია: კვალიფიცირებული, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, დასაქმების ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისა და უკვე არსებული კადრების გადამზადების პროცესში მარეგულირებელ, დამსაქმებელ და სოციალურ პარტნიორთა მონაწილეობის გაფართოებაა. მთავრობის წევრებთან ერთად ფორუმს სხვა უწყების წარმომადგენლებიც ესწრებიან.