აჭარის განათლების მინისტრის მოადგილედ ირაკლი თავბერიძე  დაინიშნა

22 თებერვალი 2018, 00:00 5038 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ყავს,  ირაკლი თავბერიძე დღეს თანამშრომლებს ინგა შამილიშვილმა წარუდგინა. ის სამინისტროში განათლების მიმართულებას ჩაიბარებს. ამით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მინისტრის მოადგილეების ვაკანსია ამოიწურა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სამინისტროში მინისტრიეს ორი მოადგილის პოზიცია იყო ვაკანტური, დაახლოებით ერთი თვის წინ მინისტრიეს მოადგილედ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ბაგრატ მავნელიძე დაინიშნა.

აჭარის განალების კულტურისა და სპორტის მინისტრს სულ 4 მოადგილე ყავს.  ირაკლი თავბერიძე ამ დრომდე აიპი “განათლების ფონდს” ხელმძღვანელობდა. როგორც მინისტრი ამბობს, ფონდის ახალი დირექტორი უკვე შეარჩიეს და რამდენიმე დღეში დანიშნავენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი