ტელეკომპანია „იბერიას“ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. ამის შესახებ „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში გუშინ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფისთვის“ მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც შესაძლოა, პრობლემა ტელეკომპანია „იბერიასაც“ შეუქმნას. ასევე იბერიას საინფორმაციო სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა ჯგუფი“ და მასში შემავალი კომპანიები - რომელიც აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის ტელეკომპანია „იბერიას“. არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზამნინართულად, იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფლი სარედაქციო პოლიტიკით-აღნიშნულია განცხადებაში.