საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, დღეიდან სტუდენტების ვაქცინაცია იწყება

21 თებერვალი 2018, 00:00 1888 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით წითელას ვირუსით ინფიცირების რიცხვი 300 აჭარბებს. აჭარის შემთხვევებმა კი 2013 წლის მონაცემებს გადააჭარბა, სწორედ მაშინ წითელას ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღევანდელი მონაცემებით, რეგიონში წითელათი ინფიცირების 222 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის ყველაზე მეტი რაოდენობა_64% ბათუმში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით, დღეიდან სტუდენტების ვაქცინაცია იწყება. სტატისტიკური მონაცემებით, სწორედ აღნიშნულ ასაკში არის წითელას გავრცელების რისკი ყველაზე მაღალი. პროცესი რამდენიმე წუთში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა დაიწყოს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში