ცვლილებები აჭარის კონსტიტუციაში – კომისიებში განხილვა დაიწყო

20 თებერვალი 2018, 00:00 2049 ნახვა

აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში იმსჯელეს. სხდომაზე შენიშვნები გამოითქვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე უმაღლესი საარჩევნო კომისიის ფუნქციასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მართვასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო ცვლილებები ძირითადად რეგიონის მთავრობის ფორმირებას, მინისტრთა კაბინეტისა და მთავრობის თავმჯდომარის წარდგენასა და სამინისტროების შექმნას უკავშირდება. ცვლილებათა პაკეტი, პარლამენტის მსგავსად, არ ითვალისწინებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

წამყვანი - იურიდიული კომისია დოკუმენტზე მსჯელობას 27 თებერვალს დაასრულებს, რის შემდეგადაც ცვლილებათა პაკეტს სესიაზე უყრიან კენჭს. აჭარის კონსტიტუცია საბოლოოდ პარლამენტს უნდა წარედგინოს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი