წითელათი ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ იზრდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ 1 იანვრიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა 300 გადააჭარბა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ვინაიდან დაავადებას 100 პროცენტიანი გადამდებლობა ახასიათებს, მედიკოსები 14 წლამდე აუცრელი ბავშვების მშობლებს სასწრაფო იმუნიზაციისკენ მოუწოდებენ. ვაქცინაცია ასევე სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებისთვისაც, რომელთაც დაავადება გადატანილი არ აქვთ.
წითელას ვირუსით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი შემთხვევა ნულიდან ერთ წლამდე პატარებში ვლინდება, როემლითაც ჯერ ვაქცინაცია ჩატარებული არააქვთ და ასევე დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა 16 წელს ზემოთ პირებში დაფიქსირდა. დაავადება იწყება გრიპის მაგვარი სიმპტომებით, მაღალი ტემპერატურით, ხველით, თავის ტკივილით, ხოლო სადიაგნოსტიკო გამონაყარი უკვე თავს იჩენს მეხუთე მეექვსე დღეს.