ბათუმში აზერბაიჯანის ახალი გენერალური კონსული დაინიშნა 

20 თებერვალი 2018, 00:00 2264 ნახვა

ილჰამ ალიევმა, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის დანიშვნის შესახებ განკარგულება გასცა. ბრძანების შესახებ შესაბამისი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პირველი პირის ბრძანების თანახმად, რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ქალაქ ბათუმში პიარვიზ ჯაფარ ოღლუ ისმაილზადე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური კონსულის პოსტს დაიკავებს.

ყოფილი კონსული რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი, ბათუმში გენერალური კონსულის თანამდებობიდან 30 იანვარს გაიწვიეს.

სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით, ზერბაიჯანის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ომანში, იემენში, ბაჰრეინში, ყატარსა და ინდოეთში შეიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი