განმეორებითი ტენდერი ”იაფი სახლის” მშენებლობაზე

18 თებერვალი 2018, 00:00 2811 ნახვა

არშემდგარი ტენდერის შემდეგ ბათუმის მერია ე.წ. ‘’იაფი სახლის’’ მშენებლობისთვის ტენდერს კიდევ ერთხელ აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო თანხა 2 მილიონ 478 ათას 444 ლარია. მერიაში დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გაკეთებულა. პრეს - სამსახურში კი გვითხრეს, რომ სატენდერო პირობები უცვლელია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული  ინფორმაციის თანახმად,  გამარჯვებულმა კომპანიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე 2 ხუთსართულიანი კორპუსი უნდა ააშენოს და ერთი შენობის საძირკველი მოაწყოს. წინადადებების მიღების ვადა 10-დან 15 მარტამდეა. შეგახსენებთ, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტზე წინა ტენდერი არ შედგა, რადგან არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი