კოლონადა ძველი იერსახით და განახლებული პარკი

17 თებერვალი 2018, 00:00 2710 ნახვა

,, ბათუმის ცენტრალურ პარკში’’ კოლონადა იმ სახით აღდგება, როგორაც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა. უკვე  მზადაა პროექტის ექსკიზი, რომელიც ,, ენერგო გრუპმა’’ 4500 ლარად შექმნა. მშენებლობისთვის 80 ათასიდან 100 ათას ლარამდე დაიხარჯება.

ბათუმის მერის განცხადებით, პარკი რეკრეაციული ზონის გარდა გართობის საშუალებაც გახდება, დაგეგმილია ასევე  სპეციალური ტერასის მოწყობა. რაც შეეხება იმას თუ როდის დაიწყება კოლონადის მშენებლობა, თარიღი ჯერ უცნობია,  რადგან მანამადე ტენდერი უნდა გამოცხადდეს. ძველი კოლონადის ფოტო- მასალა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა შოთა გუჯაბიძის გადაღებულია, ამ მასალებზე დაყრდნობით აღადგინეს  კოლონადის პირვანდელი სახე. კოლონადა ასლან აბაშიძის პერიოდში დაინგრა, თუმცა მოტივი მაშინ არ აუხსნიათ. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში